გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში მესაქონლეობით დაინტერესებულ ვეტერანებთან შეხვედრა გაიმართა

7-04-2021

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის პროექტების დაგეგმვისა და მართვის ჯგუფის ორგანიზებით, უწყებაში გაიმართა შეხვედრა იმ ვეტერანებთან, რომლებიც დაინტერესებულნი არიან მესაქონელობით. შეხვედრას უძღვებოდნენ სამსახურის დირექტორის მოადგილე, მირონ ჩიგოგიძე, პროექტების დაგეგმვისა და მართვის ჯგუფის უფროსი, ლელა კიკნაძე და ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანი, თამაზ ნარიმანიძე.

თამაზ ნარიმანიძემ, რომელიც თავად ფლობს მეცხოველეობის ფერმას, მოწვეულ სტუმრებს დეტალურად აუხსნა ამ სფეროში არსებული პერსპექტივები და გამოწვევები, გააცნო ის ნაბიჯები, რომლებიც თავად გადადგა საწყის ეტაპზე. ასევე, დაიგეგმა შეხვედრის მონაწილეების ადგილზე ჩასვლა და მოკლე სასწავლო სემინარის ჩატარება თემაზე: ,,ფერმის მოწყობა მინიმალური ფინანსური ხარჯებით".

მსგავსი შეხვედრები მომავალშიც გაიმართება; ამ თემით დაინტერესებულ ვეტერანებს, შეუძლიათ, დაუკავშირდნენ სამსახურის პროექტების დაგეგმვისა და მართვის ჯგუფს, ტელ: 598 29 52 28; 595 05 55 95