გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ბათუმში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განცხადებას ავრცელებს

7-04-2021

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ბათუმში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში შესული შეტყობინების თანახმად, ბათუმში, შარაშიძის ქუჩაზე არსებული სახლის ნგრევის შესახებ. ინიციატორის გადმოცემით, ჩამონგრეული იყო მშენებარე კერძო საცხოვრებელი სახლი, რომელშიც მომდინარეობდა სამშენებლო სამუშაოები.

მისამართზე მისულ მეხანძრე-მაშველებს ადგილობრივებმა განუცხადეს, რომ სახლში, სავარაუდოდ, უნდა ყოფილიყვნენ მუშები.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა, არსებული ინფორმაციის საფუძველზე, ოპერატიულად დაიწყო მოქალაქეების საძიებო-სამაშველო ღონისძიებები. სამუშაოების შედეგად, მეხანძრე-მაშველებმა ნანგრევებიდან სამი ადამიანი გამოიყვანეს, რომელთაგან ერთი გარდაცვლილი, ხოლო ორი დაშავებული იყო.

დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფების მიერ გადაყვანილები არიან სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც გაეწევათ შესაბამისი დახმარება.

ბათუმში, შარაშიძის ქუჩაზე სულ მუშაობდა 8 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი, 30 მეხანძრე-მაშველის შემადგენლობით" - ნათქვამია განცხადებაში.