გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

კასპში, სოფელ იდლეთთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია ხორციელდება

7-04-2021

კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ იდლეთში მისასვლელ გზაზე ასფალტის ქვედა ფენის დაწყების სამუშაოები, მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ლეონიძემ დაათვალიერეს.

1 070 გრძივი მეტრი გზის რებაილიტაციის სამუშაოებს შპს „ერ ტე დე“ ახორციელებს და მასზე 349 999 ლარი იხარჯება. პროექტი რეგიონალური განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.

"შპს „სოფლის წყალმა“ გზის რეაბილიტაციის დაწყებამდე 350 გრძივი მეტრი სასმელი წყლის დაზიანებული მილი ამოცვალა. დაზიანებული გზა აფერხებდა ავტოტრანსპორტისა და ფეხით მოსიარულეთა გადაადგილებას, განსაკუთრებით ნალექიან ამინდში. სოფლის
განვითარებისათვის მისასვლელი გზის მოწყობა აუცილებელია. მუნიციპალიტეტის სოფლებში მისასვლელი გზების უმეტესობა განახლებულია. პროცესი გაგრძელდება ვიდრე ყველა სოფელს მოწესრიგებული მისასვლელი გზა არ ექნება" - აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ.