გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

დავით სერგეენკო კორონავირუსის ვაქცინით აიცრა

7-04-2021

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, დავით სერგეენკო, რესპუბლიკურ საავადმყოფოში, "AstraZeneca"-ას ვაქცინით აიცრა. პარლამენტის წევრის განცხადებით, კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ერთადერთი სწორი გზა ვაქცინაციაა და ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობა, ექიმთან კონსულტაციების შემდეგ, ვაქცინაციის პროცესში ჩაერთოს.

„კოვიდ საწინააღმდეგო ვაქცინაციის კამპანია, რომელიც საქართველოში დაიწყო, უფრო და უფრო ფართოვდება და რამდენიმე დღის წინ ახალი ჯგუფის ჩართვა გახდა შესაძლებელი. კერძოდ, ვაქცინის გაკეთება უკვე შესაძლებელი გახდა 55 წლის ზევით ასაკის მოქალაქეებისთვის და ამჯერად, მეც აღმოვჩნდი ამ კატეგორიაში. დღეს ჩავიტარე „ასტრაზენეკას" ვაქცინაცია და მინდა კიდევ ერთხელ ავღნიშნო, რომ ვაქცინაცია ერთადერთი ინსტრუმენტია, რასაც ბოლო 200 წლის განმავლობაში იყენებს კაცობრიობა ინფექციური სნეულებების დასამარცხებლად. ასე, რომ ეს არის ერთადერთი სწორი გზა და ყველას მინდა ვთხოვო, რომ გაიარონ ექიმთან კონსულტაცია და ჩაიტარონ ვაქცინაცია", - განაცხადა დავით სერგეენკომ.

ვლადიმერ კახაძის და გიორგი ვოლსკის შემდეგ, დავით სერგეენკო მესამე პარლამენტის წევრია, რომელმაც კორონავირუსის ვაქცინაცია ჩაიტარა.