გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

კენკრის ნერგის მწარმოებელ ფერმერებს სერტიფიცირების საკითხებზე ტრენინგი ჩაუტარდათ

8-04-2021

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წარმომადგენლებმა, ქუთაისში, კენკრის ნერგის მწარმოებელ ფერმერებს, სერტიფიცირების საკითხებზე, თეორიული და პრაქტიკული ტრენინგი ჩაუტარეს. ტრენინგის მონაწილეებს სანერგის მოწყობა და მართვა, კვალიფიციური სანერგის კრიტერიუმები, სერტიფიცირებული ნერგის წარმოება და სანერგისადმი წაყენებული მოთხოვნები გააცნეს.

შეხვედრა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) და ევროკავშირის პროექტის „ევროკავშირის ინოვაციური პროექტი კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის საქართველოში“ ფარგლებში ჩატარდა.

აღსანიშნავია, რომ სარგავი მასალის ნებაყოფლობითი სერტიფიცირების პროცესი 2018 წელს დაიწყო და მას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ახორციელებს. სარგავი მასალების სერტიფიცირების პროცესს კანონი არეგულირებს, რომლის მიზანიც თესლისა და სარგავი მასალის დაცვის სფეროში სახელმწიფო რეგულირების ერთიანი პრინციპების განსაზღვრა და ბაზრის ხარისხიანი თესლით და სარგავი მასალით უზრუნველყოფაა.