გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2021    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლიეტუველ კოლეგას ვილნიუსში შეხვდა

9-04-2021

ლიეტუვას რესპუბლიკაში ვიზიტი საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლიეტუველ კოლეგასთან შეხვედრით დაიწყო.

ლიეტუვას ეროვნულ თავდაცვის სამინისტროში საპატიო ყარაულისა და სამხედრო ორკესტრის მონაწილეობით დახვედრის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაციას არვიდას ანუშაუსკასმა უმასპინძლა.

კოლეგასთან საუბრისას ჯუანშერ ბურჭულაძემ საქართველოსა და ლიეტუვას შორის საერთო ღირებულებებსა და პრინციპებზე დაფუძნებულ მეგობრობასა და ძლიერ პარტნიორობაზე გაამახვილა ყურადღება და საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში მხარდაჭერისთვის ლიეტუვას თავდაცვის მინისტრს მადლობა გადაუხადა.

გლობალური უსაფრთხოების გამოწვევები, რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მდგომარეობა, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციაში ლიეტუვას ჩართულობა, საქართველოში დაგეგმილ საერთაშორისო წვრთნებსა და სწავლებებში ლიეტუვას მონაწილეობა, თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობა და თავდაცვის ტრანსფორმაციაში ლიეტუვას მხარდაჭერა, ასევე თანამშრომლობა სტრატეგიული კომუნიკაციებისა და კიბერთავდაცვის მიმართულებით - ის საკითხები იყო, რაზეც კოლეგებმა გაფართოებულ შეხვედრაზე ისაუბრეს.

ეროვნულ თავდაცვის სამინისტროში შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოსა და ლიეტუვას თავდაცვის მინისტრები დელეგაციის წევრებთან ერთად ანტაკალნისის სასაფლაოზე გაემგზავრნენ, სადაც 1991 წლის 13 იანვარს ლიეტუვას დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

ჯუანშერ ბურჭულაძემ პატივი მიაგო დათიკო მაჭავარიანის ხსოვნას და ყვავილებით შეამკო საქართველოს პირველი რესპუბლიკის ქართველი ოფიცრის საფლავი. დათიკო მაჭავარიანი 1918 წლიდან აქტიურ მონაწილეობას იღებდა ქართული ეროვნული არმიის ჩამოყალიბებაში და მონაწილეობდა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის გამართულ ბრძოლებში. რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ ის ემიგრაციაში პოლონეთში გადავიდა. დათიკო მაჭავარიანი პოლონეთის ეროვნული არმიის არტილერიაში მსახურობდა.