გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ბოლნისში 9 აპრილს დაღუპული გმირები გაიხსენეს

9-04-2021

9 აპრილის ტრაგიკული მოვლენებიდან 32 წელი გავიდა. 1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა არმიამ რუსთაველის გამზირზე მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბია. ამ ტრაგიკულ ღამეს 21 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ქალები და სკოლის მოსწავლეები.

9 აპრილის გმირები დღეს ბოლნისშიც გაიხსენეს. ქალაქ ბოლნისის კულტურისა და დასვენების პარკში მდებარე 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა შეამკო. მემორიალთან ასევე დაღუპული გმირების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს.

კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე 9 აპრილთან დაკავშირებით თეამტური კუთხე მოეწყო. ისტორიკოსმა ქეთევან ხეცურიანმა ახალგაზრდებს 9 აპრილის მნიშვნელობა გააცნო. 9 აპრილის აქციის მონაწილეებმა კი ახალგაზრდების კითხვებს უპასუხეს და 32 წლის წინ განვითარებული მოვლენების შესახებ ისაუბრეს.

აღსანიშნავია, რომ 1989 წლის ტრაგიკული მოვლენებიდან ორ წელში, 1991 წლის 9 აპრილს, 31 მარტს ჩატარებული რეფერენდუმის საფუძველზე, მიღებულ იქნა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი.

„დღეს 1989 წლის 9 აპრილს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის დაღუპულ გმირებს პატივი მივაგეთ და გავიხსენეთ. მშვიდობიან პროტესტს 32 წლის წინ 21 ახალგაზრდა ემსხვერპლა, ათასობით ადამიანი კი დაიჭრა და დაშავდა. სწორედ ეს დღე აღმოჩნდა საქართველოში საბჭოთა ოკუპაციის დასრულების წინაპირობა ამიტომ ჩვენი მოვალეობაა არასდროს დავივიწყოთ 9 აპრილის გმირები და ყოველთვის გვახსოვდეს, რომ ქართველების მთავარი ეროვნული ღირებულება თავისუფლებაა და სწორედ ამ თავისუფლების მოპოვებას ემსხვერპლნენ ეს ადამიანები“, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.