გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 30-ე წლისთავთან დაკავშირებით, უნგრული რადიოარხი „Klasszik Radio" 9 აპრილის ეთერს საქართველოს მიუძღვნის

9-04-2021

მიმდინარე წლის 9 აპრილს, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, უნგრული რადიოარხი "Klasszik Radio" , მაყურებელს შესთავაზებს გადაცემას "საქართველო დღეს," რომელიც მიეძღვნება საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 30-ე წლისთავს. "Klasszik Radio"-ს ეთერში უკვე ისაუბრა უნგრეთში საქართველოს ელჩმა ზაალ გოგსაძემ, რომელმაც თავის ინტერვიუში ხაზი გაუსვა 1989 წლის 9აპრილის მოვლენებს და მის მნიშვნელობას, რამაც დააჩქარა არა მხოლოდ საქართველოს საბჭოთა კავშირიდან გამოყოფა, არამედ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია მთელი საბჭოთა იმპერიის რღვევაზე. ზაალ გოგსაძის განცხადებით, 9 აპრილი არის საქართველოს დემოკრატიული ქვეყნების ოჯახში დაბრუნების სიმბოლო.

საქართველოს ელჩის განმარტებით, უნგრეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, ისევე როგორც ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებას. რადიოარხ "Klasszik Radio"-ს ეთერში ზაალ გოგსაძემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ქართულ-უნგრულ ურთიერთობების მნიშვნელობას და ორ ქვეყანას შორის მეგობრული კავშირების კიდევ უფრო გაღრმავებას.

9 აპრილს, უნგრულ რადიოარხ "Klasszik Radio"-ს ეთერში, მსმენელს მთელი დღის მანძილზე, საშუალება ექნება მოისმინოს ცნობილი ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოებები და საინტერესო ინტერვიუები უნგრელ ქართველოლოგთან ჰაინალკა ბაბირაკთან, ბუდაპეშტის ეოტვოშ ლორანდის უნივერსიტეტში მოქმედი ქართული ენისა და კულტურის კურსის ხელმძღვანელთან ბენედეკ ჟიგმონდთან, რომელიც ასევე ხელმძღვანელობს ამავე უნივერსიტეტში არსებულ ქართულ ბიბლიოთეკას; ბუდაპეშტის ლისტის აკადემიისა და ნიუ იორკის ჯულიარდის სკოლის კურსდამთავრებულ ახალგაზრდა ქართველ პიანისტთან და კომპოზიტორთან ნიკა ნამორაძესთან, უნგრელი ფოლკლორისტისა და ქართველოლოგის მარტონ იშტვანოვიჩის ქალიშვილთან ესტერ იშტვანოვიჩთან; უნგრელი მხატვრის მიხაი ზიჩის შვილთაშვილთან ელისაბედ ჩიჩერი-რონაისთან და ბუდაპეშტში მოქმედი ქართული რესტორნის „არაგვის" მეპატრონესთან ბონდო ქანთარიასთან.

აღსანიშნავია, რომ რადიოარხის მსმენელებისთვის ჩატარდება ვიქტორინა საქართველოს თემაზე: „რა შეიტყვეთ საქართველოს შესახებ დღევანდელი ეთერიდან?", სადაც გათამაშდება ქართული ღვინო და ვახშამი ორ პერსონაზე ქართულ რესტორანში „არაგვი."