გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ქალი მსჯავრდებულებისთვის მუზეუმის ონლაინ ტური ჩატარდა

10-04-2021

პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი მსჯავრდებულებისთვის მუზეუმების ონლაინ ტური გრძელდება.

#14 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულებისთვის მუზეუმის ტური ჩატარდა. ამჯერად, მორიგი ონლაინ ჩართვა ეროვნულ მუზეუმთან თანამშრომლობით შედგა.

ეროვნული მუზეუმის ონლაინ ტურის ფარგლებში, მსჯავრდებულები შუა საუკენეების ხელოვნებას გაეცნენ. მათ ფრესკული მხატვრობის, ხატწერის, დამწერლობის ისტორიისა და ხელნაწერი წიგნების შექმნის ტექნოლოგიის შესახებ საინტერესო ინფორმაცია მიიღეს.

მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი მსგავს ინიციატივას მესამედ ახორციელებს. მსჯავრდებულებში ხელოვნებისა და კულტურის მიმართ ინტერესის გაზრდის მიზნით, ონლაინ ტური ნიკო ბერძენიშვილის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმიდან # 5 და თელავის ისტორიული მუზეუმიდან #16 პენიტენციურ დაწესებულებებში უკვე წარმატებით განხორციელდა.