10-04-2021
თბილისის ილორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში საოკუპაციო ხაზთან ტრაგიკულად დაღუპულთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი გაიმართა. პანაშვიდს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთის მთავრობის წევრები, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და დევნილი საზოგადოება ესწრებოდნენ.
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ, მთავრობის სახელით კიდევ ერთხელ უდიდესი მწუხარება გამოხატა მომხდარი ტრაგედიის გამო და დაღუპულთა ოჯახებს მხარდაჭერა აღუთქვა.
ტაძრის წინამძღვარმა მამა ლევან ჯანაშიამ წირვა-ლოცვა აღავლინა და დაღუპულთა სულების მოსახსებელი პანაშვიდი გადაიხადა.
2021 წლის 7 აპრილს ტრაგიკულად დაღუპული ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოს პრემიერ-მინისტრის განკარგულებით 2021 წლის 10 აპრილი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.