გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ფოთში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდა

10-04-2021

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ფოთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, სამედიცინო ცენტრ ''ვივამედის'' ექიმებმა (კარდიოლოგი, თერაპევტი, ნევროლოგი, ენდოკრინოლოგი, ქირურგი, გინეკოლოგი, ოფთალმოლოგი, გასტროენტეროლოგი, ოტო-რინო-ლარინგოლოგი), ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, მრავალპროფილური, უფასო სამედიცინო გამოკვლევები (მათ შორის_ ექოსკოპია, კარდიოგრამა) ჩაატარეს.

კვალიფიციური სამედიცინო მომსახურებით, აქციის ფარგლებში, ისარგებლა 130-მა ბენეფიციარმა, განხორციელდა 470- მდე სამედიცინო ვიზიტი.

აქციის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, დირექტორის მრჩეველი, ვლადიმერ იმნაძე, დირექტორის მოადგილე, ჯანდრი უბირია, ფოთის მუნიციპალიტეტის მერი, გოჩა კურდღელია და მისი მოადგილე მამუკა პაპასკირი.

"დღეს ფოთში იმართება სამედიცინო აქცია კლინიკა "ვივამედის", სხვა სამედიცინო დაწესებულებებისა და ჩვენი მეგობრების მიერ, რომელიც ითვალისწინებს ფოთში მაცხოვრებელი ვეტერანების და იძულებით გადაადგილებული პირების სამედიცინო უზრუნველყოფას. პირველადი სამედიცნო შემოწმებაა ეს, რომ პრევენცია გაკეთდეს შემდგომი ხიფათის. ამავე დროს, ჩვენ ვისარგებლეთ და კონკრეტული, ჩვენი გეგმიდან გამომდინარე, ქალაქის ადმინისტრაციასთან, მერთან, მის მოადგილეებთან ერთად ვმართავთ შეხვედრას ვეტერანებთან, რათა ერთად ვისაუბროთ იმ სოციალურ მიმართულებებზე, რომლებზეც შეიძლება, ქალაქის ადინისტრაციამ ჩვენთან ერთად, ქვეყნის მთავრობასთან ერთად გადაწყვიტოს, რითაც უფრო ეფექტურად განვახორციელებთ ვეტერანებისათვის სოციალური და ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლიერება გამოვხატო ფოთის ადმინისტრაციის და ხელმძღვანელობის მიმართ. საკმაოდ ბევრი შედეგიანი პაკეტია, რომლებსაც ისინი სთავაზობენ ვეტერანებს და მათ შორის, უახლოეს მომავალში, ფოთის მერის, საკრებულოს მიერ ინიცირებულია, რომ ფოთში მაცხოვრებელი ვეტერანები უფასოდ ისარგებლებენ საზოგადოებრივი ტრანსპორტით. მადლიერები ვართ. სიკეთით ვიყოთ და ყველაფერი კარგად იქნება", - განაცხადა კობა კობალაძემ.

"ვეტერანთა სამსახურის ორგანიზებით, ქალაქ ფოთში სისტემატიურად ტარდება ფოთში მცხოვრები ვეტერანებისთვის სამედიცინო გამოკვლევები და შემდეგ, მათი მკურნალობა. გამოკვლევებს ახორციელებენ ქვეყანაში ცნობილი, წამყვანი სამედიცინო სპეციალისტები. ვეტერანები ძალიან კმაყოფილები არიან იმით, რომ აღნიშნული ღონისძიება სისტემატიურად ტარდება, მას აქვს საქველმოქმედო ხასიათი; გამოკვლევები, ვეტერანებს და მათი ოჯახის წევრებს, უტარდებათ უფასოდ, ამისათვის კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა ვუთხრა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელობას, ბატონ კობა კობალაძეს, მის მთელ გუნდს და ვისურვებდი, აღნიშნული საქმიანობა, მომავალშიც ისეთივე წარმატებით განხორციელდეს ჩვენ ქალაქში, როგორც დღეს ხორციელდება."- განაცხადა ფოთის მუნიპალიტეტის მერმა, გოჩა კურდღელიამ.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და სამედიცინო ცენტრ ''ვივამედს'' შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი მიმდინარე წლის 26 თებერვალს გაფორმდა. მემორანდუმი მიზნად ისახავს, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობას.

უფასო სამედიცინო აქციები ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით კვლავ გაგრძელდება, რომელთა შესახებ ინფორმაცია, ვეტერანებს, წინასწარ მიეწოდებათ.