გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ვირუსის თავიდან ასაცილებლად სამინისტროს მხრიდან სკოლების კონტროლი გაძლიერდა

13-04-2021

ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობის მატების გამო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სკოლებში კონტროლს აძლიერებს.

კოვიდის პრევენციის მიზნით, საჯარო და კერძო სკოლებში ინტენსიური ტესტირება გრძელდება.

ამჯერად ტესტირება N133 სკოლაში ჩატარდა, სადაც 1600 მოსწავლის უსაფრთხოება ზედმიწევნით არის დაცული.

N133 საჯარო სკოლა ერთ-ერთია, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს განსაკუთრებული სიფრთხილით ეკიდება. სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დასაცავად სკოლა აღჭურვილია ყველა შესაბამისი სადეზინფექციო საშუალებით. ამასთანავე, შეზღუდულია სკოლის შენობაში ვიზიტორთა შესვლაც, რათა ბავშვები ყველა გარეშე პირისგან იყვნენ დაცულები.

N133 სკოლაში ჩატარებული ოთხი ტესტირების შედეგად, ამ დრომდე ვირუსი არავის გამოვლენია. მიკრობიოლოგიური ლაბორატორია „ჰელსილაბის“ წარმომადგენლებმა მასწავლებლების, მანდატურების, ადმინისტრაციული და ტექნიკური პერსონალის ტესტირება ამჯერად მეხუთედ ჩაატარეს და როგორც სკოლის ადმინისტრაცია ვარაუდობს, სათანადოდ დაცული ჰიგიენური პირობების გამო, ვირუსი კვლავ არავის დაუდასტურდება.

შეგახსენებთ, რომ სკოლებში სავალდებულო ტესტირება ორკვირიანი ინტერვალით ტარდება. ტესტირება ერთ-ერთია იმ ღონისძიებათა შორის, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, COVID-19-ის გავრცელების რისკის მინიმუმამდე დაყვანის მიზნით ახორციელებს.