პარასკევი, მაისი 30, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

TOP.GE
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს მუსლიმ მოსახლეობას რამადანის დადგომას ულოცავს

13-04-2021

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს მუსლიმ მოსახლეობას რამადანის თვის დადგომას ულოცავს. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

"საქართველოს ყველა მუსლიმ მოქალაქეს გულითადად გილოცავთ რამადანის თვის დადგომას და მის ღირსეულად, რწმენითა და მოთმინებით დასრულებას გისურვებთ. მე ძალიან ვაფასებ თქვენს უდიდეს წვლილს ჩვენი საერთო სამშობლოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში, მისი მომავლის შენებაში. თქვენი თვითმყოფადი კულტურა და ტრადიციები ჩვენი ქვეყნის სიმდიდრე, მისი მრავალფეროვნების განუყოფელი ნაწილია. ჯანმრთელობას, კეთილდღეობასა და მშვიდობას გისურვებთ თქვენ და თქვენს ოჯახებს"- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.