გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ფაიზერით აცრილებს განმეორებითი აცრა იმავე კლინიკაში ჩაუტარდებათ, სადაც პირველად აიცრნენ

13-04-2021

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, “Pizer”-ის ვაქცინა ორჯერადია და სამი კვირის შუალედით კეთდება, ამიტომ პირველი 14 500 დოზა, მათი გათვლებით, 18-19 აპრილს უნდა დასრულდეს, ხოლო პირველ აცრილებს განმეორებითი აცრა 21-22 აპრილს უწევთ.

„Pizer”-ის ვაქცინა ქვეყანაში 29 250 დოზაა შემოსული. მოგეხსენებათ ის ორჯერადად, სამი კვირის შუალედით კეთდება. ამიტომ პირველი 14 500 დოზა ჩვენი გათვლებით 18-19 აპრილს უნდა დასრულდეს და შემდეგ პირველ აცრილებს უკვე 21-22 რიცხვში აცრა უწევთ. აქედან გამომდინარე, გადაწყვეტილებაა, რომ ყველა პირველი დოზით აცრილი მეორე დოზას იგივე კლინიკაში მიიღებს, სადაც ისინი აიცრნენ. პორტალი რეგისტრაციისთვის ალბათ ოთხშაბათს ან ხუთშაბათს გაიხსნება“ - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.