გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

გიორგი ღიბრაძე ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმომსვლელთა მიმართ მოქმედი რეგულაციების ცვლილებაზე: არანაირი კავშირი იმ გარდაცვლილ ადამიანებს ამ პროცესთან არ აქვს, კიდევ ერთხელ მინდა დავაფიქსირო, რომ ეს არის ოკუპაციის შედეგი და არა ეპიდსიტუაციის

14-04-2021

"როგორც არა ერთხელ გაჟღერდა, არანაირი კავშირი იმ გარდაცვლილ ადამიანებს ამ პროცესთან არ აქვს. კიდევ ერთხელ მინდა დავაფიქსირო, რომ ეს არის ოკუპაციის შედეგი და არა ეპიდსიტუაციის, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, თუ რამ განაპირობა ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმომსვლელთა მიმართ მოქმედი რეგულაციების ცვლილება და დაკავშირებული იყო თუ არა ეს გარდაცვლილ ადამიანებთან.



როგორც გიორგი ღიბრაძემ აღნიშნა მთავრობის ყველა ნაბიჯი, რომელიც აქამდე გადაიდგა, ან მომავალში გადაიდგმება არის თანმიმდევრული და განპირობებულია ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე.



„ყველა ის ნაბიჯი, რომელიც გადაიდგა აქამდე და მომავალში გადაიდგმება არის თანმიმდევრული და განპირობებულია იმ სიტუაციით და ვითარებით, რომელსაც ჩვენ გვკარნახობს ეპიდმდგომარეობა,"- განაცხადა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა.