გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

იმერეთის რეგიონში გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაცია სასათბურე კლასტერის დიაგნოსტიკურ კვლევას იწყებს

15-04-2021

გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაცია (UNIDO) და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, სასათბურე კლასტერის დიაგნოსტიკურ კვლევას იწყებს, რომელიც იმერეთის რეგიონში კლასტერული მიდგომების დანერგვის საფუძველი გახდება.

სახელმწიფო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს სოფლის მეურნეობის დარგში კლასტერების განვითარებას, რაც კონკურენტუნარიანი პროდუქციის წარმოების და მის ახალ ბაზრებზე (მათ შორის ევროკავშირის ბაზარი) გატანის შესაძლებლობას ზრდის.

სტრატეგიული ინვესტიციების განხორციელების და კლასტერული მიდგომების დანერგვის ხელშეწყობის მიზნით, იმერეთის რეგიონში არსებული სასათბურე მეურნეობების აგლომერაცია გადაწყდა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ინიცირებული პროექტის ფარგლებში შეიქმნა შ.პ.ს. “იმერეთის აგროზონა“, რომელიც ხელს შეუწყობს იმერეთის რეგიონში მაღალი, საშუალო და დაბალტექნოლოგიური კერძო სათბურების კლასტერის შექმნას, სადაც ხილის, ბოსტნეულის, მწვანილის, ყვავილების და სხვა აგროსასურსათო პროდუქტის წარმოება მოხდება.

რვა კლასტერის მიმდინარე კვლევასთან ერთად, რომელთა შერჩევა დარგობრივ სამინისტროებთან კონსულტაციის შედეგად მოხდა, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, UNIDO იმერეთის სასათბურე აგლომერაციის დამატებით კვლევას ჩაატარებს. აღნიშნული კვლევა ჩატარდება UNIDO-ს კლასტერული განვითარების მეთოდოლოგიის შესაბამისად, რომელშიც განსაკუთრებული ყურადღება კლასტერის ეკონომიკურ სისტემაზე, წარმოების მახასიათებლებზე, ინსტიტუციურ და ბიზნეს კავშირებზე გამახვილდება.

UNIDO-მ უკვე ჩაატარა საქართველოში არსებული განვითარებადი და პოტ
ენციური დამამუშავებელი მრეწველობის, აგრობიზნესის და სურსათის პირველადი წარმოების კლასტერების კვლევა და განსაზღვრა 57 კლასტერი. აღნიშნულ კვლევაში წყალტუბოს მუნიციპალიტეტში არსებული სასათბურე მეურნეობის კლასტერი მე-17 ადგილზე აღმოჩნდა, რაც განვითარების დიდი პოტენციალის მაჩვენებელია.

კვლევა ტარდება გაეროს ერთობლივი ინიციატივის „საქართველოში კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის ევროკავშირის ინოვაციური პროექტის“ ფარგლებში, რომელსაც ევროკავშირი 6 მილიონი აშშ დოლარით აფინანსებს, და ახორციელებს გაეროს ოთხი სააგენტო: გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO), გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაცია (UNIDO) და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) ახორციელებს.