გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2021    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ჯეიმს აპატურაი: ნატოს წევრ ქვეყნებში ოპოზიცია პარლამენტს ბოიკოტს არ უცხადებს

15-04-2021

კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის, ჯეიმს აპატურაის განცხადებით, საქართველოს პრემიერ მინისტრის ნატოში ვიზიტის დროს ფუნდამენტურად ძლიერ პარტნიორობას გაესვა ხაზი და საქართველოს მადლობა გადაუხადეს.

მისივე განცხადებით, ქვეყანა, რომელიც ნატოს მომავალი წევრობისკენ მიიწევს, სჭირდება სრულყოფილად ფუნქციონირებადი სისტემა და ოპოზიცია ნატოს წევრ ქვეყნებში პარლამენტს ბოიკოტს არ უცხადებს .

„საქართელოს პრემიერ მინისტრის ნატო-ში ვიზიტის დროს ხაზი გაესვა ფუნდამენტურად ძლიერ პარტნიორობას საქართველოსა და ნატოს შორის. საქართელოს მადლობა გადაუხადეს და ჩვენ ყოველთვის ხაზგასმით აღვნიშნავთ ასპირანტი ქვეყნის წვლილს საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში, შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველოყოფის საქმეში. საქართველოში პოლიტიკური პოლარიზების გამო ნატოს წევრი სახელმწიფოები შეშფოთებულები არიან. პოლიტიკური პარტიები აუცილებელია შეთანხმდნენ და ამისთვის ისინი კომპრომისზე უნდა წავიდნენ. აუცილებელია საქართელოში რეფორმები გაგრძელდეს. ეს რეფორმები სჭირდება ქართველ ხალხს. ქვეყანას, რომელიც მიიწევს ნატოს მომავალი წევრობისკენ, ამას სჭირდება სრულყოფილად ფუნქციონირებადი პოლიტიკური სისტემა და არა ისეთი პოლარიზებული სისტემა, როგორიც დღეს არის საქართველოში. ნატოს წევრები არ მიმართავენ პარლამენტის ბოიკოტირებას ასეთი გახანგრძლივებული ვადით. ნატოს წევრ ქვეყნებში ოპოზიცია პარლამენტს ბოიკოტს არ უცხადებს. პოლიტიკურ პარტიებს აქვთ განსხვავებული მოსაზრებები, ეს მესმის მაგრამ ადგილი სადაც ამ საკითხზე მსჯელობა უნდა შედგეს ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოა“ - განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.