15-04-2021
დაბა კაზრეთში გამწვანების აქცია მოეწყო. პარკში, საგაზაფხულო სამუშაოების ფარგლებში, შპს
“ბოლნისის კულტურისა და დასვენების პარკის“ თანამშრომლებმა 10 სახეობის 40 ხე-მცენარე დარგეს.
გამწვანების აქციაში მონაწილეობა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა და სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა კონსტანტინე კორძაძემ მიიღეს.
აღსანიშნავია, რომ დაბა კაზრეთის გარდა, ხე-მცენარეები ქალაქ ბოლნისში მდებარე პარკშიც დაირგო.