გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ინტერტრანსმა ერთ მარშრუტზე ყველა მძღოლი დაითხოვა

21-11-2017

კომპანია ინტერტრანსის მარშუტკები, რომლებიც სპორტის სასახლის მიმართულებით მოძრაობენ, გაიფიცნენ. მიზეზი ყოველდღიურ გადასახადს უკავშირდება.

დასაქმებულების ინფორმაციით, აღნიშნულ მარშუტზე მომუშავე მძღოლმა, ვერ შეძლო გეგმით გათვალისწინებული თანხის გადახდა, რის გამოც კომპანიის ხელმძღვანელობამ მუშაობის გაგრძელებაზე უარი უთხრა.

მძღოლს სოლიდარობა გამოუცხადეს, იგივე მარშრუტზე მომუშავე სხვა მძოლებმაც, რის გამოც დღეს სპორტის სასახლის მიმართულებით რეისები არ შესრულებულა.

„ინფო რუსთავი“  კომპანია ინტერტრანს დაუკავშირდა.

„ზაფხულში მგზავრთა კლების გამო მძღოლებს ყოველდღიურ გადასახადს ვუმცირებთ, ზაფხულის შემდეგ კი მძღოლები კვლავ ძველ ტარიფს უბრუნდებიან. ალდაგის სამარშრუტო ხაზზე დასაქმებულმა მძღოლებმა მიიღეს თვითნებური გადაწყვეტილება და გეგმიურ გადასახადს ისევ ზაფხულის ტარიფის შესაბამისად იხდიდნენ. კომპანიის ხელმძღვანელებისგან მათ რამდენჯერმე მიიღეს სიტყვიერი გაფრხილება, თუმცა მძღოლებმა საკუთარი პოზიცია არ შეცვალეს. აქედან გამომდნარე ყველა მძღოლს რომელიც აღნიშნულ მარშუტზეა დასაქმებული ხელშეკრულება შეუჩერდა.“ -აცხადებენ კომპანიაში.

 

წყარო: infoeustavi