გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

თავდაცვის მინისტრი ხონში საარტილერიო ბრიგადას ესტუმრა

18-04-2021

თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე დასავლეთ საქართველოში განხორციელებულ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ეცნობა. უწყების ხელმძღვანელი ხონში, დასავლეთ სარდლობის მე-6 საარტილერიო ბრიგადის ბაზაზე მის მოადგილესთან ზურაბ აზარაშვილთან, თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან ერთად და დასავლეთის სარდალთან, ბრიგადის გენერალ კობა გრიგოლიასთან ერთად იმყოფებოდა.

მინისტრმა ბაზაზე ყაზარმებისა და სასადილოს მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა. დასრულების ფაზაშია შენობების შიდა და გარე მოპირკეთების სამუშაოები.

აქტიურად მიმდინარეობს ბაზამდე მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები. მე-6 საარტილერიო ბრიგადის ბაზაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარე წელს დასრულდება.