გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და ფინანსთა მინისტრი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილეს შეხვდნენ

19-04-2021

საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური საგაზაფხულო შეხვედრის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილეს, ტაო ჟანგს შეხვდნენ.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა პოზიტიურად შეაფასეს საქართველოსთან მიმდინარე პროგრამის დასრულება და აღნიშნეს, რომ პროგრამის მხარდაჭერით, ქვეყანაში განხორციელდა მნიშვნელოვანი რეფორმები, ასევე, მოხერხდა კოვიდ-19-ის გლობალური პანდემიის შედეგად მიყენებული ზიანის შემცირება.

სსფ-ის მხრიდან აღინიშნა, რომ ოთხწლიანი პროგრამის მიმდინარეობისას, ქვეყანაში ხორციელდებოდა მართებული მონეტარული და ფისკალური პოლიტიკა, რაც დადასტურდა საქართველოს მიერ ევრობონდების წარმატებული გამოშვებით და ინვესტორთა ნდობით.

ამასთან, აღინიშნა, რომ უნდა გაგრძელდეს მუშაობა ფისკალური კონსოლიდაციისა და ფინანსური სექტორის მდგრადობის გაძლიერების მიმართულებით.

საუბარი, ასევე, შეეხო სამომავლო თანამშრომლობის საკითხებს, რომლებზეც ფონდთან შესაძლოა, გაგრძელდეს მუშაობა შემდგომი პროგრამის ფარგლებში.