გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

22-ე ბატალიონმა GDRP-ის ფარგლებში საველე წვრთნები საბრძოლო სროლებით გამართა

19-04-2021

საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის წვრთნის კომპონენტის (GDRP-T) ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის ძალების მე-2 ქვეითი ბრიგადის 22-ე ქვეითმა ბატალიონმა საველე წვრთნები საბრძოლო სროლებით ჩაატარა. სწავლება ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) საბრძოლო მომზადების ცენტრის (CTC) ქართველი და ამერიკელი ინსტრუქტორების ორგანიზებით ვაზიანის სასროლეთზე გაიმართა. ქვედანაყოფმა წვრთნები ასეულის და ბატალიონის დონეზე რეალურ, საბრძოლო პირობებთან მაქსიმალურად მიახლოებულ გარემოში ჩაატარა. სწავლებისას ყურადღება თავდაცვით და შეტევით ოპერაციებს, ასევე წვრთნების მენეჯმენტსა და საბრძოლო სროლებს დაეთმო. ასეულს მხარს ბატალიონის 82 და 60 მმ ნაღმმტყორცნელთა ოცეული, JAVELIN შეიარაღების სისტემებით წარმოდგენილი ტანკსაწინააღმდეგო ოცეული, ასევე სნაიპერების ჯგუფი უჭერდა.

საჩვენებელ სწავლებას თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ზაზა ჩხაიძე, დასავლეთის სარდალი, პოლკოვნიკი კობა გრიგოლია და წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალი, პოლკოვნიკი ზურაბ ხვიჩია დაესწრნენ.

ეს უკვე მე-8 ქვედანაყოფია, რომელიც საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის ერთობლივი პროექტის - GDRP-ის ფარგლებში საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებისთვის გადის მომზადებას. პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვის ძალების საბრძოლო ქვედანაყოფების მზადყოფნის დონის ამაღლებას, ასევე უზრუნველყოფს მათი დაკომპლექტების, წვრთნისა და აღჭურვის შესაძლებლობების განვითარებას.