გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

საქართველოში ცოფის გავრცელების რისკის შეფასება იწყება

20-04-2021

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, ევროპის სურსათის უვნებლობის უზენაეს ორგანოსთან (EFSA) ერთად, საქართველოში ცოფის გავრცელების რისკის შეფასებას იწყებს.

ცენტრის რისკის შეფასების სტრუქტურები, სურსათის ეროვნული სააგენტოს მოთხოვნის საფუძველზე, სასოფლო-სამეურნეო მნიშვნელობის გარეულ და მიუსაფარ ცხოველებში, ასევე, მიუსაფარ შინაურ ცხოველებში ცოფის გავრცელების რისკს შეისწავლიან.

ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) და “ერთი ჯანმრთელობის პოლიტიკის“ ფარგლებში, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ერთობლივ პროექტს EFSA-სთან ერთად შეიმუშავებს.

ვიდეო კონფერენციაზე, რისკის შეფასების სტრუქტურები EFSA-ს სამეცნიერო კოოპერაციის ოფიცერთან, სტილიანოს კოულოურისთან და ცხოველის სიჯანსაღის და კეთილდღეობის შემსწავლელი გუნდის ხელმძღვანელთან, აივის ვან დერ სტიდთან პროექტის მიზნებზე, ამ მიმართულებით მონაცემების შეგროვებასა და ურთიერთდახმარებაზე შეთანხმდნენ.

პროექტის მიზანი საქართველოში ადამიანის და ცხოველის პოპულაციებში ცოფის ეფექტიანი კონტროლი და ცოფის ინტროდუცირების რისკების მინიმიზაციაა, რომელიც ევროკავშირთან შინაური და სხვა ცხოველების ექსპორტ-იმპორტის შედეგად შესაძლოა არსებობდეს.