გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ, პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე განზრახ მკვლელობაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო

21-04-2021

თბილისის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ, გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობაში ბრალდებული, თ.ი. დამნაშავედ ცნო.



შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2020 წლის 19 ივლისს, ქ.თბილისში ვაზისუბნის დასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე, თ.ი.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, კ.თ.-ს გულმკერდის და ფეხის არეში დანით ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.



მიღებული დაზიანებების შედეგად კ.თ. იმავე დღეს საავადმყოფოში გარდაიცვალა.



სამართალდამცველებმა თ.ი. 19 ივლისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა



ნაფიცი მსაჯულების მიერ გამოტანილი ვერდიქტის საფუძველზე, სასამართლომ თ.ი. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 12 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.