გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

შარლ მიშელი: კომპრომისი ევროპული სიძლიერეა, ეს სისუსტე არ არის

21-04-2021

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით, საქართელომ პოლიტიკური

კრიზისი უკან ჩამოიტოვა და იწყება მძიმე სამუშაო, რომელიც საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე წინ წაიყვანს.

ამის შესახებ შარლ მიშელი საკუთარ სოციალურ გვერდ, ტვიტერში წერს.

"პოლიტიკური კრიზისი უკან ჩამოვიტოვეთ და მძიმე სამუშაო იწყება, რომელიც საქართელოს ევროატლანტიკურ გზაზე წინ წაიყვანს. საქართველოს ლიდერებს ამ შეთანხმების მიღწევა მინდა მივულოცო. კომპრომისი ევროპული სიძლიერეა და არა სისუსტე. ეს მიღწევა თქვენია და ახლა გამოწვევა მისი ამოქმედებაა. მადლობა ქალბატონო პრეზიდენტო თქვენი სიბრძნისა და სახელმწიფოებრიობისთვის და ბატონო პრემიერო თქვენი ლიდერობისთვის! ეს მიღწევა მით უფრო მნიშვნელოვანია, თუ რთულ რეგიონალურ ვითარებას გავითვალისწინებთ. ევროკავშირი ღრმად შეშფოთებულია უკრაინის საზღვრებთან და არალეგალურად ანექსირებულ ყირიმში რუსეთის სამხედრო აქტიურობით. საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ევროკავშირის ერთგულება ძლიერია, როგორც არასდროს" - განაცხადა შარლ მიშელმა საკუთარ ტვიტერის გვერდზე.