გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

სოლომონ პავლიაშვილმა პლასტმასის ნარჩენების პრევენციის ეროვნული პროგრამის შემუშავების პროექტის სამუშაო ჯგუფის პირველ ონლაინ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

21-04-2021

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ. სოლომონ პავლიაშვილმა პლასტმასის ნარჩენების პრევენციის ეროვნული პროგრამის შემუშავების პროექტის სამუშაო ჯგუფის პირველ ონლაინ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

სოლომონ პავლიაშვილმა მადლობა გადაუხადა ნორვეგიის სამეფოს და კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელს (CENN) თანამშრომლობისა და პროექტის მხარდაჭერისათვის და ყურადღება პროექტის მნიშვნელობის საკითხზე გაამახვილა.
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, პლასტმასის ნარჩენების პრევენციის ეროვნული პროგრამის შემუშავება ქვეყნის გარემოსდაცვით პოლიტიკაში წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება.

როგორც სოლომონ პავლიაშვილმა განაცხადა, ნარჩენების წარმოქმნის შემცირებითა და მისი გადამუშავებით, მნიშვნელოვანია, ერთი მხრივ, ქვეყანაში ეკონომიკურ განვითარების, ხოლო მეორე მხრივ, გარემოზე ზემოქმედების შერბილების საკითხის ხელშეწყობა.
ონლაინ შეხვედრას, სამუშაო ჯგუფის წევრებთან და დაინტერესებული მხარეების წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოში ნორვეგიის ელჩი ჰელენ სანდ ანდერსენი და საერთაშორისო ექსპერტი ნარჩენების მართვის საკითხებში ლუდვიგ სტრეფი ესწრებოდნენ.