ხუთშაბათი, ივნისი 19, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

TOP.GE
თორნიკე რიჟვაძე: დღეს ხელი მოეწერა ძალიან მნიშვნელოვან მემორანდუმს, რომელიც დაეხმარება მწვანე ეკონომიკისგანვითარებას აჭარაში

21-04-2021

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიკაელა მარკსოვასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

ვიზიტის ფარგლებში, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის თანახმად, ბათუმში, თამარის დასახლებაში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ჩეხი ექსპერტები იმუშავებენ.

,,ბათუმში ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ვმასპინძლობთ. მნიშვნელოვანია ჩეხეთის, როგორც ევროკავშირის ლიდერი ქვეყნის მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნისთვის.

დღეს ხელი მოვაწერეთ ძალიან მნიშვნელოვან მემორანდუმს, რომლის საფუძველზეც ბათუმში დავიწყებთ ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე არსებული ტერიტორიის გაწმენდას. ეს გახდება ერთ-ერთი ის პროექტი, რომელიც დაეხმარება როგორც ადგილობრივ ეკონომიკას, ასევე მწვანე ეკონომიკის ხაზს და პოლიტიკის გაძლიერებას" - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ.

პირველ ეტაპზე, უცხოელი ექსპერტები ყოფილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე დეტალურ კვლევას, ასევე, არეალის მოწესრიგების გეგმას და საერთაშორისო ტენდერისთვის დოკუმენტაციის მომზადებას განახორციელებენ.

რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში ყოფილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე დაგროვილმა სხვადასხვა ტიპის ნარჩენებმა (ნავთობშლამი, მჟავე გუდრონი და სხვა) ტერიტორიაზე რთული ეკოლოგიური ვითარება შექმნა. პრობლემის მოგვარება, დონორ ორგანიზაციასთან მიღწეული უმნიშვნელოვანესი შეთანხმებით, უკვე დაიწყო.