26-03-2018
წალენჯიხაში, მიქავას ადმინისტრაციულ ერთეულში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც ”ინტერპრესნიუსს” ინფრასტრუქტურის და რეგიონული განვითარების სამინისტროდან აცნობეს, პროექტი მომავალი წლის გაზაფხულზე დასრულდება.
როგორც სამინისტროში აცხადებენ, ახალი გზა მოსახლეობას საგრძნობლად გაუადვილებს გადაადგილებას.
მიმდინარე სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა. პროექტის ფარგლებში კეთდება 6 კმ. სიგრძის შიდა გზა.

პროექტისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი. მიმდინარე სამუშაოებზე 50-მდე ადგილობრივია დასაქმებული.
"ინტერპრესნიუსი"