გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

კახა ოქრიაშვილი: 2021 წელს 43%-იანი პლებისციტის დანიშვნა ნიშნავს იმას, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები არ დასრულებულა!

22-04-2021

პარტიის „პროგრესი და თავისუფლება“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს ეხმაურება და აცხადებს, რომ პარტია შარლ მიშელის მიერ შემუშავებულ დოკუმენტს ხელს მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას ციხიდან გამოსვლის შემდეგ მოაწერს.

„არ მაქვს განცდა, რომ მოლაპარაკების პროცესი დასრულდა - პირიქით, ახლა იწყება. 2021 წელს 43%-იანი პლებისციტის დანიშვნა ნიშნავს იმას, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები არ დასრულებულა“! შემოდგომაზე ჩვენ გვაქვს 43%-იანი პლებისციტი და არა მორიგი, ან ჩვეულებრივი ადგილობრივი არჩევნები. ფაქტობრივად, „ქართულმა ოცნებამ“ აღიარა, რომ საპარლმენტო არჩევნები დასრულებული არ არის, რადგან მათ შეეშინდათ ამ დოკუმენტში ხალხის მხრიდან ვითომდა მიღებული ე.წ. მხარდაჭერის 48 %-ის ჩაწერა.
აქვე, მინდა ვთქვა, ოპოზიციის ერთიანობა რომ ყოფილიყო და რამდენიმე დღეც რომ მოეცადათ ხელმოწერამდე, საერთო ძალისხმევით უკეთეს შედეგებს დავდებდით, თუმცა ეს საკითხი უკვე ჩავლილია.

რაც შეეხება ნიკა მელიას გათავისუფლების პროცესს, იგი ყოველგვარი დამამცირებელი პროცედურებისა და გირაოს გადახდის გარეშე, სასწრაფოდ უნდა გამოვიდეს ციხიდან. როგორც კი პოლიტპატიმარი ნიკა მელია გათავისუფლდება, იმავე დღეს მოვაწერ ხელს არ შეთანხმებას“ - ნათქვამია პოლიტიკოსის განცხადებაში.