გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

კახეთში, ენერგო პრო ჯორჯიას თანამშრომელს დენმა დაარტყა და ადგილზე გარდაიცვალა

22-04-2021

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კართუბანში ენერგო პრო ჯორჯიას თანამშრომელი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაიცვალა.

„მთავარი არხი“-ს ინფორმაციით, 58 წლის მამაკაცს დენმა მაშინ დაარტყა, როდესაც უამინდობის დროს დაზიანებული ელექტროგამტარი კაბელების შეკეთებას ცდილობდა.

მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

წინასწარი ინფორმაციით, უბედური შემთხვევის მიზეზი დაუდევრობა გახდა.

ცხედარი გურჯაანში ექპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.

მომხდარზე უკვე დაწყებულია გამოძიება.