გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ლიბერთისა და სადაზღვევო კომპანია ევროინს ჯორჯიას პარტნიორობა - აგრო დაზღვევის ახალი სერვისი ფერმერებისთვის

23-04-2021

დღეს, ლიბერთი ბანკსა და სადაზღვევო კომპანია ევროინს ჯორჯიას შორის პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი მომხმარებლისთვის სადაზღვევო და საბანკო პროდუქტების გამარტივებულ შეთავაზებას ითვალისწინებს.



აგრო დაზღვევის შეძენა ლიბერთის ნებისმიერ ფილიალში მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენის საფუძველზეა შესაძლებელი.



"ლიბერთი ბანკის და ევრონს ჯორჯიას ახალი მასშტაბური პროექტი, ბანკის მომხმარებელ ფერმერებს უმარტივებს ფინანსურ და სადაზღვევო პროდუქტებზე წვდომას. ფერმერს შესაძლებლობა აქვს, ბანკში ერთი ვიზიტით შეიძინოს როგორც ლიბერთის, ასევე „ევროინსის" სასურველი მომსახურება.



კომპანიის ჩართულობა გამოიხატება უშუალოდ ბენეფიციართან დაზღვევის პროცესის წარმართვაში. აგროდაზღვევის პოპულარიზაციისთვის და ცნობიერების ამაღლების მიზნით, სადაზღვევო კომპანია ევროინსი მჭიდრო კომუნიკაციაშია რეგიონებში მყოფ ფერმერებთან და დასაქმებული ჰყავს სხვადასხვა რეგიონის ათეულობით ადგილობრივი მკვიდრი" - განაცხადა სადაზღვევო კომპანია ევროინს ჯორჯიას გენერალურმა დირექტორმა იაკობ ედილაშვილმა.


„მოხარული ვართ, რომ კვლავ გვაქვს შესაძლებლობა გავაგრძელოთ თანამშრომლობა სადაზღვევო კომპანია ევროინს ჯორჯიასთან. 2020 წელს ლიბერთი ბანკმა და სადაზღვევო კომპანია ევროინს ჯორჯიამ ფერმერებს შესთავაზეს ერთობლივი პროდუქტი - აგრო დაზღვევის განვადება. აღნიშნული სადაზღვევო პროდუქტი ერთერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია ქვეყნის აგრო მიმართულების განვითარებისთვის, ვინაიდან ფერმერს საშუალება ეძლევა დააზღვიოს საკუთარი მოსავალი და სტიქიური მოვლენებისგან მიყენებული ზარალის გამო, მიიღოს დაგეგმილი შემოსავალი.



ევროინს ჯორჯიასთან თანამშრომლობა ბანკს საშუალებას მისცემს, თავის მომხმარებელ ფერმერებს გაუმარტივოს საფინანსო და სადაზღვევო პროდუქტებზე წვდომა." - განაცხადა ლიბერთის მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორმა ვაჟა მენაბდემ.



ევროინს ჯორჯია აღმოსავლეთ ევროპის უმსხვილესი სადაზღვევო ჯგუფის წევრია. კომპანია ორიენტირებულია სადაზღვევო პროდუქტების სრულ სპექტრზე, რომელიც მოიცავს ქონების, ავტოს, ჯანმრთელობის და სიცოცხლის დაზღვევას. ევროინსი აქტიურად არის ჩართული სახელმწიფოს მიერ სუბსიდირებული აგროდაზღვევის პროგრამაში, რომელიც 2014 წლიდან მოქმედებს და სოფლის განვითარების სააგენტო ანხორციელებს. სადაზღვევო კომპანია ევროინსის გუნდი მუდმივად მუშაობს პროდუქტის დახვეწაზე და უახლოეს მომავალში მომხმარებელს მრავალფეროვან დაზღვევის პროდუქტებს შესთავაზებს, როგორც მემცენარეობის, ისე მეცხოველეობის მიმართულებით. ევროინსი, აგრეთვე მჭიდროდ თანამშრომლობს ბანკებთან და მიკრო საფინანსო ორგანიზაციებთან და მომხმარებელს საშუალებას აძლევს, უპროცენტო განვადებით შეიძინონ სადაზღვევო პოლისები.



ლიბერთი ბანკი, ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია. ბანკის აქტივები 3 მლრდ ლარს შეადგენს, დასაქმებულია 4 500-ზე მეტი თანამშრომელი, მთელი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 614 ბანკომატით და ემსახურება 1.7 მილიონზე მეტ მომხმარებელს. დამატებითი ინფორმაციისთვის: www.libertybank.ge; მედია კონტაქტი: pr@lb.ge.