გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

პრემიერ-მინისტრმა დაზვერვის სამსახურის უფროსად შალვა ლომიძე დანიშნა

23-04-2021

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დაზვერვის სამსახურის უფროსად შალვა ლომიძე დანიშნა.

დაზვერვის სამსახურის ახლად დანიშნულ ხელმძღვანელთან მთავრობის მეთაურმა დღეს სამუშაო შეხვედრა გამართა.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე რეგიონში შექმნილი გეოპოლიტიკური ვითარება და უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები განიხილეს.

შალვა ლომიძე დღემდე დაზვერვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი იყო, 2014-2020 წლებში - დაზვერვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე; სხვადასხვა პერიოდში იგი იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსი; მუშაობდა უწყების კონტრდაზვერვის დეპარტამენტში სხვადასხვა თანამდებობაზე, ასევე - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში კონტრდაზვერვის მიმართულებით.