23-04-2021
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიზნობრივი პროგრამის მიმდინარეობას გაეცნო. თვალის კლინიკა „ახალ მზერაში“ პროგრამაში მონაწილე აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდების მორიგ ჯგუფს მხედველობის ექსიმერ-ლაზერული კორექცია ჩაუტარდათ.
ოპერაციები კლინიკის ხელმძღვანელმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა მერაბ დვალმა ჩაატარა. პროგრამის მიმდინარეობას აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე და აფხაზეთის სამედიცინო დაწესებულებებთან კოორდინაციის სააგენტოს დირექტორი ნინო გულუა ესწრებოდნენ.
ლაზერული მკურნალობის წინ ყველა პაციენტს სტანდარტული ოფთალმოლოგიური გამოკვლევების შემდეგ დამატებით რქოვანას ტოპოგრაფია და აბერომეტრია ჩაუტარდათ.
სადიაგნოსტიკო კომპიუტერული სისტემებით გამოკვლევის მონაცემებზე დაყრდნობით, ინდივიდუალურად თითოეული პაციენტისთვის, შეირჩა მკურნალობის ტაქტიკა სპეციალური პროგრამით.
ექსიმერ-ლაზერული კორექცია მხედველობის გაუმჯობესების საუკეთესო საშუალებაა. ეს მეთოდი გულისხმობს ექსიმერული ლაზერის სხივით რქოვანას ფირმის შეცვლას და, შესაბამისად, ამა თუ იმ რეფრაქციული ანომალიის ახლომხედველობის, შორსმხედველობისა და ასტიგმატიზმის გასწორებას ანუ კორექციას.