გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2021    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიას აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) წარმომადგენელი ეწვია

26-04-2021

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორი ირაკლი გულედანი, აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელთან, მარგო შილდსთან ერთად, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ქ. ქუთაისის და ქ. ახალციხის ზონალურ-დიაგნოსტიკურ ლაბორატორიებში იმყოფებოდა. ირაკლი გულედანმა სტუმარს მიმდინარე სამუშაო პროცესი და ლაბორატორიული დიაგნოსტიკის შესაძლებლობები გააცნო.

ლაბორატორიებში გამართულ სამუშაო შეხვედრებზე, მხარეებმა ის სამუშაოები შეაჯამეს, რომელსაც სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოსთან ერთად ახორციელებს.  საუბარი შეეხო სამომავლო გეგმებსაც, მათ შორის, თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) მხარდაჭერას სამეცნიერო და კვლევითი პროექტების განხორციელების მიმართულებით.

„სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო  და დონორ ორგანიზაციებთან, ამ თანამშრომლობის შედეგად კი, სახეზეა მნიშვნელოვანი წინსვლა. მოხარულები ვართ, რომ თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტო (DTRA) აგრძელებს სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიასთან თანამშრომლობას და ჩვენს მხარდაჭერას”, - განაცხადა სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორმა, ირაკლი გულედანმა.

აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელთან, მარგო შილდსთან გამართულ სამუშაო შეხვედრებს ქ. ქუთაისში, ქუთაისის ზონალურ-დიაგნოსტიკური ლაბორატორიის უფროსი გოჩა დუდუჩავა, ქ. ახალციხეში, ახალციხის ზონალურ-დიაგნოსტიკური ლაბორატორიის უფროსი ნაირა ტაბატაძე ესწრებოდნენ.