გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

თავდაცვის ძალების შესახებ კადეტთა სამხედრო ლიცეუმში ლექცია ჩატარდა

26-04-2021

საქართველოს თავდაცვის ძალების 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ქუთაისში, გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში თავდაცვის ძალების შესახებ ლექცია გაიმართა.

J-5 სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტამენტის სამხედრო სტრატეგიისა და ძალთა დაგეგმვის სამმართველოს უფროსმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ლაშა დავითაძემ სამხედრო ისტორიის, თავდაცვის ძალების, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და თანამედროვე გამოწვევების შესახებ კადეტებს პრეზენტაცია წარუდგინა.

ლექცია კითვა-პასუხის რეჟიმით დასრულდა. ღონისძიების პარალელურად, კადეტთა სამხედრო ლიცეუმში საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარების ამსახველი ფოტოები გამოიფინა. 30 აპრილს საქართველოს თავდაცვის ძალები 30 წლის ხდება. საიუბილეო ღონისძიებებს თავდაცვის უწყება პრეკამპანიის ფარგლებში მართავს.