გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ბათუმში, ლუკა ასათიანის N28 -ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

26-04-2021

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ფინანსური უზრუნველყოფით ქ.ბათუმში, ლუკა ასათიანის N28-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაცია გრძელდება. აღდგა შენობის დაკარგული და დაზიანებული მხატვრული ელემენტები და მოწესრიგდა ფასადი. გამაგრდა საყრდენი კედელი. რესტავრაცია ჩაუტარდა ცენტრალურ ნაწილში არსებულ დაზიანებულ ქვის თაღს.

აღნიშნული შენობა ბათუმის ურბანული მემკვიდრეობის შესანიშნავ არქიტექტურულ ნიმუშს წარმოადგენს. იგი აგებულია XIX –XX სს-ის მიჯნაზე. გამოირჩევა ფასადის თავისებური, ინდივიდუალური გადაწყვეტით, დახვეწილი გემოვნებითა და მაღალი სამშენებლო ოსტატობით. 1960 -იან წლებში ნაგებობა კერძო მფლობელებს გადაეცა.