გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2021    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

კადეტთა სამხედრო ლიცეუმმა რაჭის რეგიონში საინფორმაციო შეხვედრები გამართა

26-04-2021

კადეტთა სამხედრო ლიცეუმი მოსწავლეთა ახალი ნაკადის მისაღებად ემზადება. სამეგრელოს რეგიონის შემდეგ საინფორმაციო შეხვედრები რაჭაში - ონისა და ამბროლაურის საჯარო სკოლებში გაიმართა. ლიცეუმის წარმომადგენლები სკოლების მოსწავლეებს შეხვდნენ.

სასწავლო კურსის უფროსმა მაიორმა ბერდია მუშკუდიანმა, კადეტებმა ლუკა ბენდელიანმა და მარიამ გურულმა მეცხრე კლასის მოსწავლეებს პრეზენტაციის ფორმატში დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს მოსწავლეთა მიღების, საგანმანათლებლო პროგრამების, ლიცეუმში არსებული გარემოსა და ცხოვრების პირობების შესახებ. შეხვედრის მეორე ნაწილი კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. კითხვები ძირითადად ლიცეუმში მოსწავლეთა მისაღებ პროცესს შეეხო.

ლიცეუმში მოსწავლეთა რეგისტრაცია სასწავლო წლის დასრულების შემდეგ დაიწყება.

მიიღებიან მოსწავლეები, რომლებიც მიმდინარე წელს დაასრულებენ საბაზო საფეხურის მეცხრე კლასს. მოსწავლეებმა რეგისტრაციის გავლის შემდეგ უნდა ჩააბარონ მისაღები გამოცდები ზოგად უნარებსა და მათემატიკაში. საბოლოოდ კადეტის სტატუსის მოსაპოვებლად გამოცდების წარმატებით ჩაბარებასთან ერთად, აუცილებელია სამედიცინო შემოწმების გავლა სამხედრო ჰოსპიტალში.