გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ოზურგეთში მშენებლობაზე 42 წლის მამაკაცი გარდაიცვალა

27-04-2021

ოზურგეთში, დაბა ლაითურში, სადაც იუსტიციის სამინისტროს დაკვეთით ციხის მშენებლობა მიმდინარეობს, 42 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.

"მთავარი არხის" ინფორმაციით, მამაკაცს სამშენებლო მოედანზე სატვირთო ავტომობილი დაეჯახა, რის შემდეგაც სიკვდილი მყისიერად დადგა.

ლაითურში ციხეს კომპანია "ანაგი" აშენებს. კომპანიის პროექტების მენეჯერმა კი განაცხადა, რომ მომხდარი ფაქტის შესახებ გამოძიების დასრულებამდე ვერ ისაუბრებს.

მისივე თქმით, ავტომობილი რომელიც მამაკაცს დაეჯახა არა იუსტიციის სამინისტროს, არამედ კომპანია "ანაგ"-ს ეკუთვნოდა.