გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაცია დაიწყო

27-04-2021

ქ.ბათუმში, აბაშიძის ქ. N3-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაცია დაიწყო.

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ფინანსური უზრუნველყოფით ქ.ბათუმში, აბაშიძის ქ.N28-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაცია დაიწყო. დაგეგმილია შიდა ეზოში შუშაბანდების აღდგენა, შეკეთდება ხის შემინული გალერეა-აივნების სისტემა, მოწესრიგდება ეზოს სადარბაზო, შეიცვლება ამორტიზირებული ეზოს კიბე და მოხდება შენობის სახურავის სრული გამოცვლა.

აღნიშნული შენობა XIX ს-ის ბოლოსაა აგებული და ბათუმის ურბანული მემკვიდრეობის ერთ-ერთი მიმზიდველი და საინტერესო ნიმუშია. შენობა გამორჩეულია სადარბაზოს მოხატულობით, დეკორის შესრულებით და შენარჩუნებული ავთენტურობით.