გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ყაზბეგში არადეკლარირებული საქონელი გამოავლინეს

27-04-2021

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრების მიერ, საბაჟო გამშვებ პუნქტზე „ყაზბეგი", ეჭვის საფუძველზე, რუსეთის ფედერაციის მოქალაქის, შ.ბ.-ს მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტოტრანსპორტისა და მოქალაქის კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, სხვადასხვა დასახელების არადეკლარირებული საქონელი გამოვლინდა.

საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 5308.08 ლარი შეადგინა.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, 5308.08 ლარი შეეფარდა.