გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ლაშა ხუციშვილი: „ყაზბეგის" საბაჟო-გამშვები პუნქტზე შეუფერხებლად მიმდინარეობს საერთაშორისო გადაზიდვების განმახორციელებელი სატვირთო ავტომობილების გადაადგილება

27-04-2021

„ყაზბეგის" საბაჟო-გამშვებ პუნქტზე შეუფერხებლად მიმდინარეობს საერთაშორისო გადაზიდვების განმახორციელებელი სატვირთო ავტომობილების გადაადგილება, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა „ყაზბეგის" საბაჟო გამშვებ პუნქტზე კონტროლის ღონისძიებების გაცნობის შემდეგ.

ფინანსთა მინისტრთან ერთად, საბაჟო-გამშვებ პუნქტზე, ასევე, იმყოფებოდნენ შემოსავლების სამსახურის უფროსი ლევან კაკავა, სამსახურის უფროსის მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე და საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზურაბ სიჭინავა.

ფინანსთა მინისტრი ადგილზე შეხვდა საბაჟო-გამშვები პუნქტის თანამშრომლებს და გაეცნო კონტროლის ღონისძიებებს, აგრეთვე დაესწრო ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის კინოლოგიის ცენტრის სპეციალური დანიშნულების ძაღლების საშუალებით, კონტრაბანდული საქონელის აღმოჩენის იმიტირებულ პროცესს.

„მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული პუნქტი არის ერთ-ერთი დატვირთული საბაჟო, როგორც ტვირთების მხრივ, ასევე ქვეითად გადაადგილებული პირებისათვის. ჩვენ ბოლო პერიოდში ვხედავთ, რომ შეინიშნება ტვირთბრუნვის მნიშვნელოვანი ზრდა. ამჟამად, საბაჟო გამშვები პუნქტი სრულად ფუნქციონირებს და არის მზადყოფნა, რომ მომავალში, იმ შემთხვევაში, თუ ნაკადი კიდევ უფრო გაიზრდება, აღნიშნულ პუნქტზე შეუფერხებლად განხორციელდება როგორც ტვირთბრუნვა, ასევე ტურისტების მიღება", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

მისი თქმით, საბაჟოს გამტარიანობის გაზრდის მიზნით, უკვე დაწყებულია არსებული გამშვები პუნქტის სარეკონსტრუქციო სამუშაოები.