გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ბექა ლილუაშვილი: პოლიტიკური კინკლაობის დრო უნდა დასრულდეს, ეს გუშინდელი დღეა

27-04-2021

პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი, ბექა ლილუაშვილი მიიჩნევს, რომ პოლიტიკური კინკლაობის დრო უნდა დასრულდეს და ქვეყანა საქმიან დღის წესრიგზე გადავიდეს. აღნიშნული განცხადება პარლამენტის წევრმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე გააკეთა.

„ჩვენთვის, თითოეული პარლამენტარისთვის პასუხისმგებლობაა გვესმოდეს ხალხის, ჩვენი ყოველდღიური საქმიანობა მივმართოთ მათ საჭიროებებზე. სწორედ ამიტომ მივესალმები ოპოზიციის ნაწილი შემოსვლას საქართველოს პარლამენტში და იმედი მაქვს, რომ მათი ეს ნაბიჯი ემსახურება თითოეულ ადამიანს, მათ მხარდამჭერებს და არ არის მცდელობა რადიკალიზაციის და პოლარიზაციის საპარლამენტო ტრიბუნასთან გადმოტანის. ჩვენი მოქალაქეებისთვის უპირველეს ყოვლისა მთავარია როგორ გამოვავლენთ ამ პასუხისმგებლობას მათ მიმართ. ეს ადამიანები დღეს წუხან არა პოლიტიკაზე, რასაც ჩვენ დღეს განვიხილავთ, არამედ საკუთარი თავისა და ოჯახის გაჭირვებაზე, სოციალურ პირობებზე, გაზრდილ ფასებზე და ჯანმრთელობაზე. დღეს არის 27 აპრილი ეს არის ბოლო თვე, როდესაც ჩვენი მოქალაქეები მიიღებენ 200 ლარიან კომპენსაციას სამსახურის დაკარგვის სანაცვლოდ და ეს არ არის 15 ათასი ადამიანი ეს არის ასობით ათასი საქართველოს მოქალაქე და ამდენივე ოჯახი მათ უკან. კომუნალურების სუფსიდირება დასრულდა, ვაქცინაცია გეგმის მიხედვით არ მიმდინარეობს, ვხედავთ როგორია კოვიდ სტატისტიკა წინ გვაქვს დღესასწაულებთან დაკავშირებული უქმეები, მეტი გაჭირვება მეტი პრობლემები ჩვენი მოქალაქეებისთვის. რას ვეუბნებით ამ ადამიანებს? მე მინდა მოვუწოდო საქართველოს მთავრობას რომ დაინტერესდეს ამ პრობლემებით. ძალიან კარგად გვესმის რომ ეს მხარდაჭერის ღონისძიებები არ იყო საკმარისი, მაგრამ ეს იყო შეზღუდული რესურსების პირობებში სახელმწიფოს მხრიდან მზრუნველობა მოქალაქეებზე, ხალხზე მათთან კავშირი და მინიმალური თანადგომა ამ მძიმე პერიოდში. დღეს ვერც მე ვერც ჩემი გუნდის სხვა წევრები და პირველ რიგში ჩვენი მოქალაქეები ვერ ვხედავთ რას გეგმავს ხელისუფლება გაჭირვებასთან მარტო დარჩენილი ადამიანების მხარდასაჭერად. პოლიტიკური კინკლაობის დრო უნდა დასრულდეს, ეს არის გუშინდელი დღე. ახლა საჭიროა საქმიანი დღის წესრიგი, რომელიც ორიენტირებულია სახელმწიფოს ხვალინდელ დღეზე რიგითი მოქალაქის მომავალზე სწორედ სწორედ ეს იქნება ჩვენი გუნდის თანმიმდევრული გეგმა. არ უნდა დაგვავიწყდეს რომ ჩვენი ვალდებულებაა ვიზრუნოთ ადამიანებზე, როდესაც ეს მათ სჭირდებათ და არა მხოლოდ მაშინ როდესაც ჩვენ გვჭირდება მათი თანადგომა არჩევნების წინ", -განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.