გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

მეხანძრეებმა ლომისის ტაძრისკენ მიმავალ გზაზე ჩარჩენილი მოქალაქე უსაფრთო ადგილზე ჩამოიყვანეს

28-04-2021

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში შესული შეტყობინების თანახმად, დუშეთში, ლომისის წმინდა გიორგის ტაძრისკენ მიმავალ გზაზე იმყოფებოდა მოქალაქე, რომელიც ითხოვდა მაშველების დახმარებას. მამაკაცი ტაძრის მიმართულებით მოძრაობდა, თუმცა უამინდობის გამო, გზის გაგრძელება ვეღარ შეძლო და ღამის განმავლობაში, ღია ცის ქვეშ დაარჩენა მოუწია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა შეტყობინებაზე რეაგირება დაუყონებლივ მოახდინა. ლომისის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრისკენ სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის ჯგუფები გავიდნენ.

ზუსტი ადგილსამყოფელის დასადგენად მოქალაქესთან სატელეფონო კავშირის დამყარება ვერ ხერხდებოდა. მიუხედავად ამისა, მაშველებმა შეძლეს შეუძლოდ მყოფი მოქალაქის დროულად პოვნა.

ამ დროისთვის მამაკაცი უსაფრთხო ადგილზე, სოფელ მლეთაშია ჩამოყვანილი. მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.