გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

კასპში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს სააღდგომო ნობათი გადაეცათ

28-04-2021

კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე სოფელ თელიანის და მეტეხის იძულებით გადაადგილებულ პირთა კომპაქტურ დასახლებებს ეწვია.

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, იძულებით გადაადგილებული ოჯახისთვის სასურსათო ნობათის გაცემის მიმდინარეობას ვახტანგ მაისურაძე ადგილზე გაეცნო და დამდეგი დღესასწაული მიულოცა:

„ჩვენ ყველა ვალდებული ვართ ვიყოთ თითოეული ოჯახის თანამდგომი და დახმარება გაგიწიოთ შესაძლებლობის ფარგლებში“.

კასპის მუნიციპალიტეტის მერიამ, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ იძულებით გადაადგილებული 361 ოჯახისათვის აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით სასურსათო ნობათი მოამზადა.