გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

უქმე დღეებთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს

29-04-2021

უქმე დღეებთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად, 2021 წლის 4 მაისიდან 8 მაისის ჩათვლით დღეები და 10-11 მაისი განისაზღვროს უქმე დღეებად.

აღნიშნულიდან გამომდინარე, 30 აპრილიდან 12 მაისის ჩათვლით, არ იმუშავებს მოქალაქეთა მომსახურების სერვისცენტრები. გთხოვთ, აღნიშნული ინფორმაცია გაითვალისწინოთ სერვისებით (მ.შ. ელექტრონული) სარგებლობისას.

აქვე გაცნობებთ, რომ საბაჟო გამშვები პუნქტები მუშაობენ კალენდარული კვირის ყოველ დღეს (საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უქმე დღეების ჩათვლით), კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, გამოცხადებულ უქმე დღეებში, 2021 წლის 4, 5, 6, 7, 10, 11 მაისს საბაჟო დეპარტამენტის გაფორმების ეკონომიკური ზონები, ასევე, გაფორმების განყოფილებები და საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველო საქმიანობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ. ამასთან, სამუშაო დროს გაწეული მომსახურებისთვის, საქართველოს მთავრობის N96-ე დადგენილებით განსაზღვრული ტარიფების გაორმაგება არ მოხდება.

2021 წლის, 4, 5, 6, 7, 10, 11 მაისს, შემოსავლების სამსახურთან კომუნიკაციის მიზნით, დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ, საინფორმაციო სატელეფონო ცენტრს - 2 299 299 (09:00 საათიდან -18:00 საათამდე), ასევე ისარგებლოთ - RS ჩათის მეშვეობით, ან მოგვწეროთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე info@rs.ge

დამატებით გაცნობებთ, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ, სადეზინფექციო სამუშაოების პროცესზე ზედამხედველობა მკაცრ კონტროლს ექვემდებარება. შესაბამისი სითხეებით სრულად მუშავდება, როგორც მოქალაქეთა მომსახურების სივრცეები, ასევე, თანამშრომელთა ოთახები და ტექნიკური საშუალებები" - ნათქვამია განცხადებაში.