გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

წელს აჭარაში 2000 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი უფასოდ დამუშავდება

29-04-2021

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელშეწყობით, ფერმერებისთვის სასოფლო-სამეურნეო ფართობების უსასყიდლოდ დამუშავების პროგრამა წელსაც გრძელდება. რეგიონის ხუთივე მუნიციპალიტეტის ფერმერებს სახნავ-სათესი ფართობების დამუშავება უფასოდ შეუძლიათ.

პროგრამის ფარგლებში აჭარაში 2000 ჰა ფართობზე მეტი დამუშავდება.

ამ ეტაპზე უკვე დამუშავებულია 700 ჰა ფართობი.

ფერმერების ხელშეწყობის მიზნით ეს ინიციატივა შარშან პირველად, კოვიდპანდემიის დროს განხორციელდა. სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ჩართულ ფერმერებსა და მეწარმეებს წელსაც ეძლევათ შესაძლებლობა სახელმწიფოსგან ეს და სხვა მნიშვნელოვანი მხარდაჭერა.