გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტო საფრანგეთის მთავრობისგან გრანტის სახით 300 ათას ევროს მიიღებს

30-04-2021

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნულ სააგენტოს საფრანგეთის მთავრობა, გრანტის სახით, 300 ათას ევროს გადასცემს.

„ჩვენ გამოვყოფთ 300,000 ევროს ოდენობის საგრანტო დაფინანსებას მიწის მდგრადი მართვის სააგენტოს მხარდაჭერისათვის. აღნიშნული საგრანტო პროგრამა ხორციელდება საფრანგეთის განვითარების სააგენტოს მიერ. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ მიწის მართვა წარმოადგენს საკუთრების უფლებების წარმატებით დაცვის გარანტს და კერძო ინვესტიციებისათვის ნაყოფიერ ნიადაგს ქმნის. საფრანგეთი გამოხატავს მზაობას და მხარდაჭერას, რათა უკეთესი მომავლის შექმნა იქცეს რეალურ შესაძლებლობად”, - განაცხადა საფრანგეთის ელჩმა საქართველოში, დიეგო კოლამ შპს ,,დმანისის მეცხოველეობის" ფრანგულ-ქართული ფერმის გახსნის ღონისძიებაზე, სადაც ის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილთან ერთად იმყოფებოდა.

საფრანგეთის მიერ გამოყოფილი გრანტი მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს შესაძებლობების გაძლიერებას მოხმარდება. ტექნიკური დახმარება ითვალისწინებს საფრანგეთის მიწის სააგენტოს და სხვა წარმატებული ევროპული პრაქტიკის გაზიარებას და საქართველოში დანერგვის ხელშეწყობას. თანამშრომლობის ძირითად სფეროებად განსაზღვრულია: მიწის რესურსების აღრიცხვა, მიწის საინფორმაციო სისტემის ჩამოყალიბება, მიწების კონსოლიდაცია, მიწათსარგებლობის მონიტორინგი და სხვა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს შორის დაგეგმილია სამუშაო შეხვედრა, სადაც მხარეები თანამშრომლობის კონკრეტულ დეტალებზე, ფორმატსა და დღის წესრიგზე შეთანხმდებიან. სააგენტოს ფუნქცია-მოვალეობების გათვალისწინებით, პროექტში გაიწერება ის მიმართულებები, რომელთა გაძლიერებაც გრანტის სახით მიღებული ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება.