გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

1500 სტუდენტი დავაფინანსეთ - თავდაცვის მინისტრმა პარლამენტში სამხედროებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის განათლების მიღების ხელშეწყობის შესახებ ისაუბრა

13-05-2021

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა. პარლამენტის წევრი სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრებისთვის უმაღლეს სასწავლებლებში სამოქალაქო განათლების ხელშეწყობის თემით დაინტერესდა. მინისტრმა აღნიშნა, რომ 2020 წელს თავდაცვის უწყებამ ახალი პროექტი დაიწყო, რომელიც სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის განათლების მიღების ხელშეწყობას ითვალისწინებს.

მისი განცხადებით, ამ ეტაპზე სამინისტროსგან დაფინანსება 1500-მა სტუდენტმა უკვე მიიღო.

„50%-იანი თანადაფინანსება მიიღო 1500-მა სტუდენტმა და გვყავს 115 სტიპენდიანტი. ასევე, ძალიან პოპულარულია ჩვენი ქუთაისის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი, საიდანაც უმაღლეს სასწავლებლებში ჩაბარების სტატისტიკა არის 100%. ყველა ჩვენი სტუდენტი ხვდება უმაღლესი ქულებით უმაღლეს სასწავლებლებში“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

სამინისტროს პროექტის ფარგლებში უწყება უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხული სამხედროებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის სწავლის საფასურის 50%-იან თანადაფინანსებას უზრუნველყოფს, რომელიც მოიცავს სახელმწიფოს მიერ დადგენილი სწავლის მინიმალური საფასურის - 2250 ლარის ნახევარის დაფარვას. გარდა ამისა, მაღალი აკადემიური მოსწრებისთვის მათ სემესტრულად 750 ლარის ოდენობით „მინისტრის სტიპენდია“ ენიშნებათ.