გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი ნადარეიშვილი: ყველა საკითხი, რასაც ბიზნესი აყენებს რეგულაციების შემსუბუქების თუ ვაქცინაციის კუთხით, საქართველოს მთავრობის დღის წესრიგშია

15-05-2021

„ბიზნესთან აქტიური კომუნიკაცია წარმოადგენს საქართველოს მთავრობის პრიორიტეტს და პანდემიასთან დაკავშირებული გამოწვევების ფონზე განსაკუთრებით აქტუალურია, მათთან ერთად ვიმსჯელოთ როგორც რეგულაციების შემსუბუქების ან ეტაპობრივი მოხსნის, ასევე ვაქცინაციის და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, რათა დავიცვათ ბალანსი და ვიპოვოთ ისეთი შუალედი, რომ მაქსიმალურად დავიცვათ როგორც ბიზნესის, ასევე ჩვენი საზოგადოების ინტერესები და ეპიდემიოლოგების რეკომენდაციები" - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესაბჭოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე „ვაქცინაცია და რეგულაციები მედიის წარმომადგენლებთან განაცხადა.

სასტუმრო „ბილტმორში" ბიზნესასოციაციების ხელმძღვანელებთან გამართულ შეხვედრას ირაკლი ნადარეიშვილთან ერთად საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია, შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსი ბექა ფერაძე და EUGBG-ის გენერალური მდივანი ზვიად ჭუმბურიძე ესწრებოდნენ.

როგორც ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ ყველა საკითხი, რასაც ბიზნესი აყენებს რეგულაციების შემცირების, საზღვრების გახსნის, სხვადასხვა ტიპის შეზღუდვების მოხსნისა თუ ვაქცინაციის მიმართულებით, არის საქართველოს მთავრობის დღის წესრიგში და მიმდინარეობს აქტიური მსჯელობა.

„თქვენ იცით, რომ გასული წლის განმავლობაში, როდესაც პანდემია იყო პიკში, მნიშვნელოვანი იყო სახელმწიფოს მხრიდან გარკვეული ფინანსური ინსტრუმენტების შეთავაზება ბიზნესისთვის, რაზეც ძალიან აქტიურად ვმუშაობდით და რამდენიმე ასეული მილიონი ლარის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის პროგრამა განახორციელა ეკონომიკის სამინისტრომ. დღეს სხვა გამოწვევები გვაქვს, მათ შორის ძალიან აქტუალურად დგას როგორც ვაქცინაციის, ასევე რეგულაციების შემცირების თუ ეტაპობრივი მოხსნის საკითხი, აქედან გამომდინარე, ბიზნესთან კომუნიკაციის აქტიური რეჟიმი, რა თქმა უნდა, გრძელდება" - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.