გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ხელვაჩაურის სოფელ ჯოჭოში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს

20-05-2021

ხელვაჩაურიის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჯოჭოში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

სამუშაოებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე ადგილზე გაეცნო.

,,ჯოჭოში ჩვენ დავიწყეთ საკმაოდ მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები. მოგეხსენებათ, რომ გასულ წელს აქ განვითარდა მეწყერი, დავკარგეთ ადამიანები, ეს იყო ერთ-ერთი უმძიმესი შემთხვევა.

აქ მოეწყობა ინფრასტრუქტურა, რომელიც გაამაგრებს და შეაჩერებს მეწყრულ პროცესს და დარწმუნებული ვარ, რომ აქ მაცხოვრებლები მშვიდად გააგრძელებენ ცხოვრებას"- განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.

პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს საავტომობილო გზის, ხელოვნური ნაგებობების, სანიაღვრე სისტემის, საყრდენი კედლების მოწყობა, რაც მოსახლეობის უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს.

სამუშაოები მიმდინარე წლის აგვისტოში დასრულდება.